четверг, 9 января 2014 г.
2006 წელს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ილინში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ერთ–ერთ კონფერენციაზე კომიტეტის წევრებმა იქ შეკრებილი სამედიცინო და სოციალური სფეროს წარმომადგენლებისთვის სიან ბასის პიესა "ყვავილები გიტასთვის" ითამაშეს. პიესის მთავარი გმირი გიტა– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონი, შინმოვლის საუკეთესო სერვისებით სარგებლობს. მის ერთადერთ სურვილს, გაექცეს ასეთ ყოფას და შექმნას საკუთარი ოჯახი, პატივს არ სცემენ ის ადამიანებიც კი,ვიცაც მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა უშუალოდ ევალებათ. ამ პატარა პიესაში ავტორმა იმ დოკუმენტის ძირითადი პრინციპები ჩაატია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ძირითადი გარანტი გახლავთ.ეს მეთოდი ბანალურ სამეცნიერო დიალოგზე გაცილებთ ეფექტური აღმოჩნდა...
ბოლოსდაბოლოს ეს პერიოდი ჩვენც დაგვიდგა. ახალი წლის მიწურულს, 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მოახდინა გაეროს
"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის" რატიფიცირება. კონვენცია არ არის მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი დეკლარაცია. მას ხშირად
"კბილებით დასაცავ" დოკუმენტსაც უწოდებენ. დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია ის ძირთადი უფლებები, რომლებითაც შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირები უნდა სარგებლობდნენ, ქვეყნების მთავრობებს ავალდებულებს მინიმუმამდე დაიყვანონ ის ბარიერები, რომლებიც ამ ადამიანებს
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციაში ხაზასმულია ის ვალდებულებები, რომლებიც მთავრობამ უნდა შესრულოს,
სასურველი შედეგი თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გააქტიურების გარეშე მაინც ვერ დადგება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს
ქვეყანას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის პოპულარიზება სჭირდება,ჩვენც აქედან დავიწყოთ.
საერთაშორისო ექსპერტების აზრით, რაც მეტი ადამიანი გვეყოლება ინფორმირებული, მით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს თავი დააღწიოს იზოლაციას და კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოს საკუთარი უფლებები აქედან გამომდინარე შედეგიც უფრო თვალსაჩინო და ეფექტური იქნება.ამის მიღწევა კი მარტივად შეიძლება:
1.ვესაუბროთ კონვენციის შესახებ ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს თანამშრომლებს და უწყების ხელმძღვანელებს. წავახალისოთ წაიკითხონ კონვენცია.
2 ვებ. სივრცეში შევქმნათ კონვენციის სრულ ტექსტზე გადასასვლელი ღილაკი.
3 გამოვცეთ ბიულეტენები და დავწეროთ სტატიები კონვენციაზე.
4 გამოვიყენოთ სააგიტაციო ფურცლები.
5 იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ხელმისაწვდომლობაზე მუშაობენ ან დამოუკიდებელი ცხოვრების პროპაგანდას ეწევიან, ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას სთხოვონ ორატორის გამოგზავნა, რომელიც თანამშრომლებს კონვენციაზე ესაუბრება. შეუძლიათ ეს თვითონაც გააკეთონ.
რაც შეეხება კონვენციის იმ სახელმწიფო სტრუქტურებამდე მიტანას, ვისაც მათი აღსრულება ევალებათ.აუცილებელია გაირკვეს:
1. რამდენად ფლობენ სახელმწიფო უწყებები(საბვშვო ბაღები,სკოლები,უმაღლესი სასწავლებლები,სამედიცინო დაწესებულებები და სხვ.) ინფორმაციას კონვვენციის შესახებ
2.ჩაუტარდათ თუ არა უწყებათა თანამშრომლებს კონვენციის სწავლება და რა ფორმით.
3.რეალურად როგორ აისახება კონვენციის მხარდაჭერა მათ სამუშაო გეგმებსა თუ პრაქტიკულ საქმიანობაში. თუ, უწყებას გათვითცნობიერებული აქვს
კონვენცის მნიშვნელობა, მათ უნდა გააჩნდეთ კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიცავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებებს. დელეკატურად შევახსენეთ მათ,რომ ეს მათი საზოგადოებრივი მოვალეობაა და არა მორიგი ქველმოქმედება.
იმედი მაქვს, მოარული ფრაზა– "ჩვენ, ქართელები შემოქმედი ხალხი ვართ!" ჩვენში, სულ ცოტა ხნის წინ რატიფიცირებული
დოკუმენტის პოპულარიზაციასაც მოიაზრებს და ამ თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშებითაც გაგვანებივრებს. . .
წერის პროცესში იდეაც გაჩნდა. პირველები კი თქვენ შეიტყობთ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий